მოსკოვი დონბასში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთულ კიდევ ერთ კოლონას გაგზავნის. ამის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს წარმომადგენელმა ოლეგ ვორონოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამჯერად დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობა რუსეთისგან შაქარს, ხორცის კონსერვებს, საწვავსა და მედიკამენტებს მიიღებს.
რიგით მეოთხე ჰუმანიტარული კოლონა დონბასიდან მოსკოვში ორი დღის წინ დაბრუნდა.
ოფიციალური კიევის განცხადებით, მოსკოვს დონბასში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის შესახებ უკრაინული მხარე საქმისყურში არ ჩაუყენებია, რაც საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევაა.