დასავლური კოალიცია ერაყსა და სირიაში ისლამისტთა პოზიციებს ბომბავს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ამერიკულმა ავიაციამ ჯიჰადისტთა პოზიციებზე იერიში 10-ჯერ მიიტანა. საჰაერო დარტყმები თურქეთ-სირიის საზღვარზე მდებარე ქალაქ კობანზეც განხორციელდა, რის შედეგადაც ჯიჰადისტთა ბაზა და საცეცხლე წერტილები განადგურდა.
ერაყში კი ამერიკელებმა 5 სატრანსპორტო საშუალება და 4 შენობა ააფეთქეს.