ერაყში ჯიჰადისტები გააქტიურდნენ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები თავს ანბარის პროვინციის ერთ-ერთ სოფელს დაესხნენ და 50-მდე ადამიანი დახვრიტეს.
დაღუპულთა უმრავლესობა ალბუ ნიმრის კლანის წევრია, რომელიც ისლამისტთა წინააღმდეგ იბრძოდა. ნიმრის კლანი ჯიჰადისტებს წინააღმდეგობას რამდენიმე კვირის განმავლობაში უწევდა, თუმცა საბრძოლო მასალებისა და სურსათის მარაგის ამოწურვის გამო მათ პოზიციები დათმეს.
ერაყის არმიამ კლანის დახმარება ვერ შეძლო. ისლამისტების წინააღმდეგ უიარაღოდ დარჩენილ მებრძოლებს კი თავდამსხმელები სასტიკად გაუსწორდნენ. დაღუპულთა შორის რამდენიმე ქალია.