ბურკინა-ფასო სამოქალაქო ომის საფრთხის წინაშე დგას. ადგილობრივმა სამხედრო დაჯგუფებებმა პრეზიდენტის პოსტზე მხარი ისააკ ზიდუს კანდიდატურას დაუჭირეს. ვითარება ქვეყანაში მას შემდეგ დაიძაბა, რაც 27-წლიანი მმართველობის შემდეგ პრეზიდენტი ბლეზ კომპაორე პოსტიდან გადადგა.
ბურკინა-ფასოს ლიდერის გადადგომას წინ უძღოდა მასშტაბური საპროტესტო აქციები. პოლიციასთან შეტაკებას 5 დემონსტრანტი ემსხვერპლა. მანიფესტანტები პარლამენტში შეიჭრნენ და შენობა მთლიანად გადაწვეს, რის შემდეგაც კამპაორემ პოსტი დატოვა და ქვეყნიდან გაიქცა.
გვიან ღამით კი ბურკინა-ფასოს მოსახლეობას ტელევიზიით ვიცე-პოლკოვნიკმა ისააკ ზიდამ მიმართა, რომელმაც პრეზიდენტის ფუნქცია გადაიბარა. მანამდე თავი პრეზიდენტად ბურკინა-ფასოს შეიარაღებული ძალების მეთაურმა და კამპაორეს უახლოესი გარემოცვის წევრმა ონორე ტრაორემ გამოაცხადა.