ჰავაის არქიპელაგის დიდ კუნძულზე ვულკან კილაუეიას ამოფრქვევა მოხდა. ეროვნული გვარდიის ათობით სამხედრო მოსამსახურე მოსახლეობას ევაკუაციაში ეხმარება.
გავარვალებული ლავა, რომლის ტემპერატურა 900 გრადუსია, 10-15 მ/სთ სიჩქარით მიემართება დასახლებული პუნქტებისკენ.
გავრცელებული ინფორმაციით, დამწვარია მრავალი სახლი და ფერმა. ამჟამად ლავა, რომელიც სიგანეში 100 მეტრს აღწევს, დასახლება პახოას უახლოვდება.
მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს არ სურს საკუთარი სახლების დატოვება, მათ მძარცველების ეშინით.