შესყიდვების საქმეზე დაკავებული თავდაცვის სამინისტროს მაღლჩინოსნების ადვოკეტები, დაკავებულთთათვის წინასწარიპატიმრობის შფარდების შესახებ, მოსამართლის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
ადვოკატ ლევან სამუშიას განცხადებით,
"იშვიათია ასეთჳ უსამართლობა, რაც დღეს სასამართლო დარბაზში სუფევდა, ვინაიდან 7 ადვოკატს პოზიციის წარმოსათქმელად მოსამართლემ განგვისაზღვრა 15 წუთი. იყო უამრავი დარღვევა, რაზეც სასამართლომ არანაირი რეაგიება არ მისცა", - განუცხადა ჟურნალისტებს პროცესის დასრულების შემდეგ სამუშიამ.
შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიებად, 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულებს, გამოძიება სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვის ედავება.
სისხლის სამართლის საქმე ხუთივე დაკავებულის მიმართ 182- ე მულით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამე ვადით ითვალისწინებს.