წუხელ, გვიან ღამით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე კლდიდან ძმები გადავარდნენ.
ბექა და ნიკა ბერიძეებს, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, სიბნელის გამო, სავარაუდოდ გზა აერიათ.
50 მეტრი სიმაღლის ხევიდან მათი ამოყვანა მაშველებმა დროულად შეძლეს. ისინი მე-4 საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებიდან უმცროსი ძმა უკვე გაწერილია, უფროს ძმას კი ზურგის ტვინის დაჟეჟილობა აღენიშნება, რის გამოც ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.