დღეს 6 აპრილს, 11:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2009 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამომცემლობა "The Edwin Mellen Press"-ის მიერ გამოცემული წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.
თბილისის შესახებ ინგლისურენოვანი წიგნი "ქალაქის კულტურა და ქალაქგეგმარება თბილისში: ევროპისა და აზიის შესაყარზე" მოიცავს სამეცნიერო სტატიებსა და კრიტიკული ესეების კრებულს.
წიგნი სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა იოსებ სალუქვაძემ, სენ კლოდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა კრისტოფ ვან აშემ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორმა ნიკა შავიშვილმა შეადგინეს.