დღეს, 6 აპრილს, 11:00 საათზე, "ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრში", რომელიც განთავსებულია საქართველოს პარლამენტის შენობაში, ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" მართავს შეხვედრას. შეხვედრას გამგეობის წევრებთან ერთად, (თავმჯდომარე საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი) დაესწრებიან საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები და წევრები.
შეხვედრა იმართება ,,უსაფრთხოების ღვედების პოპულარიზაცია საქართველოში" პროექტის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის: "რა უჯდება საქართველოს სახელწიფოსა და საზოგადოებას, მძღოლების და მგზავრების მიერ ღვედების არ გამოყენება" პრეზენტაცია. კვლევის პრეზენტაციის შემდეგ განიხილება საკანონმდებლო ცვლილების ინიცირების საკითხი, რომელიც გულისხმობს უსაფრთხოების ღვედების გამოყენების დავალდებულებას ყველა ტიპის საავტომობილო გზაზე.
ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" მსოფლიო საავტომობილო ფედერაციის ფონდის (FIA Fოუნდატიონ) მიერ დაარსებული ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს.
მასალის გამოყენების პირობები