რუსეთის მზვერავმა თვითმფრინავმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ამის შესახებ ნატოს ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.
ინცინდეტი 21 ოქტომბერს მოხდა.
ნატოს მონაცემებით IL-20 კალინინგრადიდან აფრინდა და დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა ესტონეთის საჰაერო სივრცეში.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი გამოიძახეს და მას საპროტესტო ნოტა გადასცეს.
რუსეთის მხარე ირწმუნება, რომ თვითმფრინავი სასწავლო ფრენას ანხორციელებდა და ესტონეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია.