საქართველოს კათოლიკოს-პაატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიიჩნევს, რომ აფხაზეთთან და ოსეთთან კონფლიქტური სიტუაცია გლობალური პოლიტიკური დაპირისპირების გამოვლენაა, რომლისთვისაც ნიადაგი დიდი ხნით ადრე მომზადდა.
"დღესაც ზოგიერთი უცხოელი მეცნიერი და ექსპერტი ისევ ახორციელებს მიზანმიმართულ ანტიქართულ სამეცნიერო-იდეოლოგიურ კამპანიას. ამიტომაც გამოვედით ინიციატივით, მთელს ერს კვლავ დაედო `ივერიელთა ერთობის ახალი ტრაქტატი~ და ამით ჩვენს დროში კიდევ ერთხელ გაგვეცა პასუხი ავისმსურველთათვის", - ნათქვამია კათოლიკოს-პაატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში.
პატრიაქტი ეპისტოლეში აღნიშნავს, რომ ახალ ტრაქტატზე ხელმოწერა დაიწყო გასული წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოველში და ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. 2010 წლის სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე შეგროვილი ხელმოწერები კი დაიდება ტაძრის საკურთხეველში და ყველა ამ ადამიანის სახელით აღევლინება ლოცვა ჩვენი სამშობლოსა და ჩვენი ხალხის კეთილდღეობისათვის (ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ამ დოკუმენტზე ყველას ხელმოწერა იყოს).
მასალის გამოყენების პირობები