თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით, თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაის 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 2006 წლის 12 იანვარს ნავთლუღის ტერიტორიაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომელსაც 3 ახალგაზრდის ლიკვიდაცია მოჰყვა. აღნიშნულ საქმეში ბრალდებულებს ლევან ქარდავასა და გიორგი მაზმიშვილს ბრალად განზრახ მკვლელობა ედებათ. ამ საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებულია კუდის ყოფილი უფროსი დათა ახალაია, რომლის საქმე ცალკეა გამოყოფილი და მასაც ასევე გაზრახ მკვლელობა ედება ბრალად.