აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს საავტომობილო გზებზე საგანგებო რეჟიმები მოქმედებს.
საქართველოს რკინიგზა კი სადღეღამისო რეჟიმით მუშაობა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის მგზავრთა მატების გამო თბილისი-სენაკის მიმართულებით დამატებითი მატარებელია დაინიშნული.
გარკვეული შეღავათები იმოქმედებს საავტომობილო გზებზე ქვეყნის მასშტაბითაც.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ორშაბათის ჩათვლით რიკოთის გვირაბში აბსოლუტურად ყველა ტიპის საავტომობილო ტრანსპორტისთვის მოძრაობა უფასოა
საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში ცენტრალურ გზატკეცილზე პატრულირებას ანახორციელებენ.