დღეს, 5 აპრილს, მიცვალებულთა მოხსენიების დღეს, თბილისის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ.
08.00-დან 18.00-საათამდე სასაფლაოების მიმართულებით შვიდი სპეციალური რეისი, სულ 137 ავტობუსი იმოძრავებს.
უფასო ავტობუსები იმოძრავებენ მეტროპოლიტენებიდან: "დიდუბე" (ზედა ტერიტორიიდან) მუხათგვერდისა და ვაშლიჯვარის სასაფლაოების მიმართულებით; "მარჯნიშვილიდან" და " ვაგზლის მოედნიდან" - კუკიის სასფლაოს მიმართულებით; მეტროსადგურ "გოცირიძედან" - საბურთალოს სასაფლოს მიმართულებით; მეტროსადგურ "სარაჯიშვილიდან" - თბილისის ზღვის მიმართულებით; ჭიჭინაძის ქუჩის #25-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან - ველის სასაფლაოს მიმართულებით.