21 ოქტომბერს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ადური შეხვდა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) საინვესტიციო გარემოს პროგრამის რეგიონალურ მენეჯერს ლიზა კესნერს და IFC-ის გლობალური საგადასახადო ჯგუფის მენეჯერს კომალ მოჰინდრას.
შეხვედრაზე განიხილეს ფინანსთა სამინისტროსა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტები და სამომავლო გეგები.
IFC-თან დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებს თანამშრომლობას საგადასახადო კანონმდებლის სრულყოფისა და მასთან დაკავშირებული ნორმატიული ბაზის დახვეწის კუთხით.