აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს საავტომობილო გზებზე საგანგებო რეჟიმები იმოქმედებს. საქართველოს რკინიგზა კი სადღეღამისო რეჟიმით იმუშავებს. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის მგზავრთა მატების გამო თბილისი-სენაკის მიმართულებით დამატებითი მატარებელი დაინიშნა. გარკვეული შეღავათები იმოქმედებს საავტომობილო გზებზე ქვეყნის მასშტაბითაც.
"იქიდან გამომდინარე რომ მოძრაობა ინტენსიური იქნება აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ორშაბათის ჩათვლით რიკოთის გვირაბში აბსოლუტურად ყველა ტიპის საავტომობილო ტრანსპორტისთვის მოძრაობა უფასო იქნება", _ აცხადებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი რამაზ ნიკოლეიშვილი.
მისი თქმით, საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში ცენტრალურ გზატკეცილზე პატრულირებას განახორციელებენ.
მასალის გამოყენების პირობები