ჩემი აზრით, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, - ამის შესახებ, კარასინთან გამართული დიალოგის შემდეგ, პრაღიდან დაბრუნებულმა ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
რუსეთთან ურთიერთობის საკითებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის განცახდებით, გაგრძელდება თუ არა რუსეთთან პირდაპირი დიალოგი, ეს საქართველოს დიპლომატიური კორპუსისა და მთავრობის გადასაწყვეტია.
"აქამდე ყველა ჩვენი დასავლელი პარტნიორი ცალსახად გვირჩევდა, რომ დიალოგი უნდა გაგრძელდეს, რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს ეს დიალოგი. ვნახოთ ახლა რა ჭკუაზე არიან, მოვისმენთ მათ მოსაზრებებსაც", - განაცხადა აბაშიძემ.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგრეო უწყების ხელმზრვანელის მოადგილეს გრიგორი კარასინს 16 ოქტომბერს შეხვდა. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორისდაგეგმილი მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების პროექტი იყო.