8-12 აპრილს საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოება ილიას უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკის შენობაში ატარებს სემინარს თემაზე: "ფსიქოანალიზის ძირეული დებულებანი: გადატანა, უკუგადატანა, წინააღმდეგობა". სემინარს ჩაატარებს ცნობილი გერმანელი ფსიქოანალიტიკოსი, ულმის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ჰორსტ კეხელე.
კეხელეს ნაშრომები ეძღვნებაAფსიქოანალიტიკურ პროცესსა დაMმისი შედეგებს; სომატო-ფსიქიკურ პროცესებსა და კვებით დარღვევებს; მას აქვს კლინიკური გამოკვლევები მიჯაჭვულობისა და ნეირობიოლოგიის სფეროში;
კეხელე არის მრავალ ენაზე ნათარგმნი ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის სახელმძღვანელოს თანაავტორი.
სემინარი ტარდება საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოების პროექტის ფარგლებში.
პროექტის მიზანია, საქართველოს მოქალაქემ შეძლოს მაღალკვალიფიცირებული ფსიქოთერაპიული დახმარების მიღება; გაუმჯობესდეს საქართველოს მოსახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობა; საქართველოში შესაძლებელი გახდეს ევროპული კვალიფიკაციის მქონე ფსიქოანალიტიკოს ფსიქოთერაპევტების მომზადება; შეიქმნას ფსიქოანალიტიკურ-ფსიქოთერაპიული ინსტიტუტი, რომელიც მოამზადებს ფსიქოანალიტიკური-ფსიქოთერაპიის შემდგომ თაობებს საქართველოში; ფსიქოანალიტიკური კულტურის ჩამოყალიბება და განვითარება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს პოსტსაბჭოთა ტოტალიტარული აზროვნების აღმოფხვრას ჩვენს საზოგადოებაში, ახალი თაობის თანამედროვე ევროპული აზროვნების ჩამოყალიბებასა და ევროპული ღირებულებების დამკვიდრებას.