პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან მისი მისამართით გამოთქმულ პრეტენზიას არ იზიარებს. როგორც საკითხის კომენტირებისას პრემიერმა განაცხადა მისი გუნდი არ მიიღებს შენიშვნას იმ ადამიანისგან რომელიც იყო ადამიანების გატაცებების, წამების, გაუპატიურების და მკვლელობების მთავარი შემოქმედი.
"მე და ჩემი გუნდი არ მივიღებთ არც ერთ სიტყვას ადამიანისგან, რომელიც იყო დანაშაულებრივი სისტემის, ადამიანების გატაცებების, წამების, გაუპატიურების და მკვლელობების მთავარი შემოქმედი და დღეს ბრალდებულია ძალიან მძიმე დანაშაულებში", _განაცხადა პრემიერმა და განმარტება მის მიერ გაკეთებულ თვითგამორკვევის ტერმინზე გააკეთა.
,,ჩემს მიერ ნახსენები ე.წ თვითგამორკვევის ტერმინი, ვითომ ვერ გაიგო სააკაშვილმა, რომლისგანაც მომდინარეობდა მთელი ის საშინელება, რაც ხდებოდა საქართველოში და მას მიეცა სპეკულაციის საგანი. თვითგამორკვევა არის ჩვენი ქვეყნის ფარგლებში. ეს გულისხმობს იმას, რომ აფხაზებს ყოველთვის ჰქონდათ ავტონომია და ჩვენ ვთავაზობთ ავტონომიას. ჩემი ნათქვამი გამგებმა კარგად გაიგო და ვერ გაიგო პროვოკატორმა და ავანტიურისტმა, რომელმაც დაგვაკარგინა კოდორი, უამრავი ტერიტორია, რომლის გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგი იყო 2008 წლის ომი და რომელმაც განაპირობა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარება რუსეთის მხრიდან. სწორედ ეს არის სააკაშვილი", - განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმიანება და აცახდებს, რომ მთავრობის ფორმალურმა ხელმძღვანელმა, აფხაზეთის ეთნიკური წმენდა და ოკუპაცია გამოაცხადა აფხაზეთის ბრძოლად თვითგამორკვევისათვის.
გუშინ, საქართველოს მთავრობის ფორმალურმა ხელმძღვანელმა, აფხაზეთის ეთნიკური წმენდა და ოკუპაცია (ასე უწოდებდა მსოფლიო ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოს ამ უმნიშვნელოვანეს რეგიონში მომხდარ ტრაგედიას) გამოაცხადა აფხაზეთის ბრძოლად თვითგამორკვევისათვის. ამ იურიდიული ტერმინის გამოყენებით ხდება ჩვენი მრავალწლიანი სამართლებრივი ბრძოლის მთლიანად წყალში გადაყრა."თვითგამორკვევა" ძალიან კონკრეტული შინაარსის საერთაშორისო სამართლებრივი ტერმინია, რომელიც მთლიანად ათავისუფლებს რა რუსეთს, ოკუპაციისა და სხვა ჩადენილი დანაშაულების პასუხისმგებლობისაგან, გზას ხსნის აფხაზეთის "დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის" საერთაშორისო აღიარებისკენ", _აცხადებს სააკაშვილია.
მისივე განცხადებით, სწორედ აღნიშნული ტერმინის გამოყენებით საქართველოს უმძიმეს დარტყმას აყენებს ჩვენი ქვეყნის მთლიანობას .
,,ამ ტერმინის გამოყენებით საქართველოს მთავრობა უმძიმეს დარტყმას აყენებს ჩვენი ქვეყნის მთლიანობას და შეურაცხყოფს საქართველოსთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას, ისევე როგორც აფხაზეთიდან დევნილ ნახევარ მილიონ ჩვენს თანამემამულესა და თითოეულ ქართველს", _აცხადებს ექსპრეზიდენტი.
პემიერი-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცახდებით, , რუსეთსა და აფხაზეთს შორის "ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმების პროექტი მისთვის შემაშფოთებელია.
,,არ მინდა დავიჯერო, რომ აფხაზეთის მოსახლეობა და აფხაზი ერი სწორედ ამისკენ მიისწრაფვის. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ მიერ წარმოებულ 25-წლიან ბრძოლას თვითგამორკვევისთვის, აღიარებისა და ე.წ დამოუკიდებლობის მიღწევისთვის. ჩემი ინფორმაციით, აფხაზეთში არაერთგვაროვანი პოზიცია დაფიქსირდა, საკმაოდ კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ ამ ტექსტის მისამართით, - განაცხადა ღარიბაშვილმა.