ბრალდებული ბაჩო ახალაია დღეს, ნავთლუღის სპეცოპერაციაზე გამართული დასკვნით სასამართლო სხდომაზე, რუსეთსა და აფხაზეთის საოკუპაციო მთვრობას შორის დაგეგმილი სამოკაშირეო ხეშეკრულების შესახებ, ირაკლი ღარიბაშვილის განცახდებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ირაკლი რარიბაშვილს საკითხი არ ესმის.
"საშინელება მოვისმინე ტელევიზიით, ადამიანისგან, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მნისტრს ეძახიან...
ეს ტერმინოლოგია, რომ არსებობს უძველესი მოძმე ერი, არის რუსული ტერმინოლოგია. საქართველოს მიწაზე არსებობს ქართველი ერი და სხვა ეთნიკური ჯგუფები, მაგრამ, აფხაზეთში არიან მხოლოდ სეპარატისტები და ტერორისტები", - განაცხადა ახალაიამ.
შეგახსენებთ, რუსეთსა და აფხაზეთის საოკუპაციო მთვრობას შორის დაგეგმილი სამოკაშირეო ხელშეკრულების კომენტირებისას, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელშეკრულება ამ ფორმით გაფორმდება, ის, პირველ რიგში იქნება საფრთხის შემცველი აფხაზებისთვის, "როგორც ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ერისთვის".
"ჩემთვის შემაშფოთებელია, ვინაიდან მე პირადად ძალიან მაღელვებს ჩვენი ძმების - აფხაზების, როგორც ამაყი ერის ბედი, რომლის თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის მე ყველაფერს გავაკეთებ", - განაცხადა ღრიბაშვილმა.