პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ილიაუნიში მომხდარ ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ დეტალურად უნდა იყოს შესწავლილი აღნიშნული ტრაგედია, შეიძლებოდა თუ არა მისი პრევენცია, რა ფრომით და ვინ იყო მომხდარში პასუხისმგებელი
,,ყველა მკვლელობას განსაკუთრებით ასეთ ოჯახურ ტრაგედიებს აქვს მიზეზობრივი კავშირი. ეს არის დასადგენი. ამიტომ ყველა ასეთ შემთხვევას სჭირდება სიღრმისეული შესწავლა. რა იყო ამ შემთხვევაში ამ ტრაგედიის მიზეზი, რადგან არც ერთი მკვლელობა არ ხდება უმიზეზოდ განსაკუთრებით როცა ოჯახური ძალადობაა. ძალიან დეტალურად უნდა იყოს შესწავლილი ეს საქმე. შეიძლებოდა თუ არა პრევენცია და რა ფრომით, ვინ იყო პასუხისმგებელი. ძალიან ბევრი გარემოებებია შესასწავლი", - განცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ ილიაუნიში ქმარმა მეუღლე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, შემდეგ თავი მოიკლა. ინგლისური ენის ლექტორი კი რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაციის დროს გარდაიცვალა.