ყოფილი დიპლომატის ეროსი კიწმარიშვილის ძმა ზურაბ კიწმარიშვილი ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ადასტურებს, რომ მისი ძმის საქმესთან დაკავშირებით რჩება საკითხები რომელზეც ოჯახს გამოძიებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს. თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მეტი თავს იკავებს.
,,გამოძიებასთან შევთანხმდით, რომ არის დეტალები, რომლის კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ. დრო როცა იქნება გამოძიების მხრიდან წარმოდგენილი იქნება სრული სურათი, ჩვენც გვქნება საკუთარი პოზიცია და იქ იქნება ყველა ამ საკითხის დეტალური განხილვა. Mმანამდე კი გიდასტურებთ, რომ რჩება საკითხები რომელზეც გვქს გამოძიებისგან განსხვავებული პოზიცია", _აცხადებს კიწმარიშვილი.
რაც შეეხებ ,,ჯი-ეიჩ-ენის" შეკითხვას უნდა ველოდოთ თუ არა გამოძიების უახლოეს პერიოდში დასრულებას ზურაბ კიწმარიშვილი პასუხობს:
,,ვცდილობთ სწრაფად გავეცნოთ გამოძიების მასალებს და ამოვიღოთ საქმიდან საკამათო საკითხები. თუმცა რამდენ ხანში მოხდება გამოძიების მხრიდან ამაზე რეაგირება და რამდენ ხანში მოწესრიგდება ეს ყველაფერი ვერ გეტყვი, მაგრამ არა მგონია, დიდი დრო დასჭირდეს. ყოველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, შევთანხმდებით, თუ არა მოკლე პერიოდში გამოძიებას ექნება საკუთარი დასკვნა, ჩვენ ჩვენი. Eეს არ ნიშნავს, რომ გამოძიება მთლიანად დასრულდება, თუმცა რაღაც ეტაპი ამოიწურება", _განაცხადა ზურაბ კიწმარიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საგამოძიებო მასალებს ყოფილი ეროსი კიწმარიშვილის ძმა, ოჯახის ადვოკატი და დამოუკიდებელი ექსპერტი პროკურატურაში 5 საათის განმავლობაში ეცნობოდნენ. როგორც პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ მათ განაცხადეს, ისინი ჯერჯერობით მხოლოდ საქმის ერთ ტომს გაეცნენ, მათ შორის დაკითხვის ოქმებს, ექსპერტიზის დასკვნებსა და სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების შედეგებს.
ადვოკატის განცხადებით, საგამოძიებო მასალები საკმაოდ მოცულობითია და შესაბამისად მის გაცნობას, დაახლოებით, ერთი კვირა დასჭირდება.
15 ივლისს რუსთავის მერობის ყოფილი კანდიდატი ეროსი კიწმარიშვილი მისსავე ავტოფარეხში, გარდაცვლილი იპოვნეს. კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სსკ 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.