17 ოქტომბერს, 18:30 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი" გაიხსნება.
ფესტივალის ფარგლებში, თეატრის საგამოფენო სივრცე ვალერი პლოტნიკოვის ფოტო გამოფენას დაეთმობა, - ექსპოზიცია 1 ნოემბრამდე გასტანს.
ამავე დღეს, 20:00 საათზე, მაყურებელი თუმანიშვილის თეატრის სცენაზე იხილავს სპექტაკლს „რადიო მაკბეტი", რომელსაც აშშ-ს თეატრალური კომპანია "სითი" წარმოადგენს. (რეჟისორი - ენ ბოგარტი, დარონ ლ. უესტი; მხატვარი - ჯეიმზ შუტი; მხატვარი გამნათებელი - ბრაინ ლ. სკოტი; მონაწილეობენ: აკიკო აიზავა, ვილი ბონდი, ჯან მურეი განინო, სამუელ სტრიკლენი, ელენ ლორენი, დებორა ველესი, სტეფან ვებერი).
17 ოქტომბერს, 22:00 საათზე, თუმანიშვილის თეატრში შედგება ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარი 2014" ლაურიატების დაჯილდოება.
ლაურიატთა სია :
.გურანდა გაბუნია
.ზურაბ ყიფშიძე
.ელდარ შენგელაია
.ილიკო სუხიშვილი
.ნინო სუხიშვილი
. ენ ბოგარტი
. სერგეი მაკოვეცკი
. მიხეილ მარმარინოსი
. რიმას ტუმინასი
ფესტივალი „საჩუქარი 2014" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 17 ოქტომბერს გაიხსნება და 17 ნოემბერს საზეიმოდ დაიხურება. ოთხი კვირის განმავლობაში მაყურებელს საშუალება ექნება დაესწროს მსოფლიო პრემიერებს, ქართულ თეატრალურ სივრცეში იხილოს ისეთი ცნობილი რეჟისორები, როგორებიც არიან ანი ბოგარტი, დიმიტრი კრიმოვი, ანდრეი ჟოლდაკი, ანდრონ კონჩალოვსკი და სხვა.
ფესტივალი "საჩუქარი" ედინბურგის, ადელაიდის, მელბურნის, პერტის საერთაშორისო სახელოვნებო ფესტივალების მიერ 1997 წელს დაარსდა და მას მხარს უჭერენ ცნობილი ხელოვანები პიტერ ბრუკი, ანჯეი ვაიდა, ვანესა რედგრეივი, მაიკ ლკანი, ანდრეი კონჩალოვსკი, ტელმა ჰოლტი და სხვები.
ფესტივალი "საჩუქარი" ედინბურგის ფესტივალის ანალოგია.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად, ფესტივალის მხარდამჭერია თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.