31 ოქტომბერს, შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის დიდ სცენაზე სპექტაკლის „ელექტრა" პრემიერა გაიმართება.
სოფოკლეს „ელექტრას" თარგმანი და სცენური ვერსია ეკუთვნის გრიგორის კარანტინაკისის და ნინო კანტიძეს. რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე.
სპექტაკლში მონაწილეობენ: დავით გოცირიძე, ბესო ზანგური, თამთა ინაშვილი, ნინო კასრაძე, ირაკლი მაჭარაშვილი, ეკა მოლოდინაშვილი, გაგი სვანიძე და ლაშა ჯუხარაშვილი.
რუსთაველის თეატრი წარმოადგენს სოფოკლეს ,,ელექტრას" თავისებურ ვერსიას. ძმათა სისხლის ღვრით ადამიანებს ვერ გააკვირვებ. ამ ტრაგედიაში კი მოთხრობილია ბერძენთა შორის ყველაზე უფრო სისხლიანი გვარის ამბავი. სამწუხაროდ, შურისძიებასა და ძალაუფლების წყურვილით ანტებული ადამიანები უხსოვარი დროიდან არ ინდობდნენ ერთმანეთს. მაგრამ ელექტრას უფრო მძიმე ტვირთი აწევს - მამის მკვლელი დედაა და ასულმა, ძმასთან ერთად, სწორედ მშობელ დედაზე უნდა იძიოს შური.
სპექტაკლის საპრემიერო წარმოდგენა რუსთაველის თეატრში ასევე გაიმართება 1-ელ ნოემბერს.