22 ოქტომბერს, 16:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში კრისტიან როზეს ფოტონამუშევრების გამოფენა გაიმართება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება კრისტიან როზეს მიერ შექმნილი ჯაზის შემსრულებელთა პორტრეტები. დამთვალიერებელს საშუალება ექნება გაეცნოს ცნობილი ფრანგი ფოტოგრაფის მიერ სხვადასხვა წლებში აღბეჭდილ მრავალფეროვან და საინტერესო მუსიკალურ სამყაროს.
კრისტიან როზე უკვე 50 წელია, ჯაზისა და ფოტოგრაფიის სფეროში მოღვაწეობს. ფრანგულ ჯაზ-ჟურნალში მუშაობა 19 წლის ასაკში დაიწყო, მისი პოპულარულობა საფრანგეთს მალე გასცდა; თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ გამოცემებთან, როგორიცაა: Le Monde, Liberation, L'Express, Le Nouvel Observateur, ასევე მუსიკალურ პრესასთან: Guitare Mag, Keybords Mag, Batteur Mag, MUZIQ და სხვ. გარდა ამისა, კრისტიან როზე არის შემდეგი წიგნების ავტორი: Instants de Jazz, Jazz Meetings, Zappa in France, Black & Soul და Guitare 160 Portraits de Légende.
გამოფენის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
ქრისტიან როზეს გამოფენა თბილისში წარმოადგენს ხელოვნებათმცოდნეების ნინო მეტრეველისა (თბილისი) და შალვა ხახანაშვილის (პარიზი) ერთობლივ საკურატორო ნამუშევარს.
გამოფენა იმართება თბილისის ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში და 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება.