17 ოქტომბერს, 17:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ორგანიზაცია "ბავშვი და გარემო" გიწვევთ მხატვარ მიშა (მიხეილ) იაშვილის (1954-2012) ნამუშევრების გამოფენის გახსნაზე.
საიუბილეო ექსპოზიცია ხელოვნების მუზეუმის საგამოფენო დარბაზში ეწყობა და 29 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
მიშა იაშვილი მე-20 საუკუნის ქართველ 80-იანელთა ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, ფერმწერი და გრაფიკოსი იყო. მხატვარი იფინებოდა როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში: პოლონეთში, იაპონიაში, გერმანიაში, უნგრეთში, იტალიაში, შვეიცარიაში, ნორვეგიაში, საფრანგეთსა და ეგვიპტეში.
მხატვრის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და სხვადასხვა გალერეებში, ასევე მრავალრიცხოვან კერძო კოლექციებში როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ.
მიშა იაშვილი წლების მანძილზე მოღვაწეობდა სამხატვრო აკადემიისკინო-ტელე ფაკულტეტზე.