16 ოქტომბერს, 20:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, მარჯანიშვილის თეატრის 86-ე სეზონის გახსნას და რეჟისორ გიზო ჟორდანიას სპექტაკლის „თეთრი იასამანი" პრემიერას დაესწრება.
ღვაწლმოსილი ქართველი რეჟისორი გიზო ჟორდანია არაერთი ჯილდოს მფლობელი და პრემიის ლაურეატია, დადგმული აქვს100-ზე მეტი სპექტაკლი, 70-ზე მეტი შოუ და სახალხო დღესასწაული როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ. „ჰაჯი-მურატი", "ხოგაის მინდია", "სამანიშვილის დედინაცვალი" , "ანა ფრანკის დღიური", "ჰამლეტი" , "აბესალომ და ეთერი", "სამგროშიანი ოპერა"- რეჟისორის შემოქმედების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.
"თეთრი იასამანი"
„რასაც მოგიყვებით გამონაგონი არ არის. ზღაპარს წააგავს, მაგრამ ზღაპარი არ გეგონოთ. ნამდვილ ამბავს გავითამაშებთ. ეს ჩემი ოჯახის ისტორიაა, ასეთი ოჯახები ბევრი იყო... რა მოაქვს ტირანიას?! უტილიტარული სახელმწიფო ჩინოვნიკების პარპაშს?! შიში, მორჩილება, ღალატი და ადამიანთა განადგურებაა მათი მთავარი აკუმულაცია... არ უნდა მოხდეს უბედურება და განმეორდეს უზნებობების კასკადი. არ გახდეს ნორმა ერთი ადამიანის ბატონობა მეორეზე" - გიზო ჟორდანია.
მასალის გამოყენების პირობები