17 ოქტომბერს, 18:00 საათზე გამოფენით "ყურადღება: ხელოვნება!" გალერეა "არტ არეაში" პოლონური თანამედროვე ვიზუალური ხელოვნებისა და ცეკვის ფესტივალი გაიხსნება.
ფესტივალი ტარდება თბილისის და ლუბლინის (პოლონეთი) ქალაქების დაძმობილების ხელშეკრულების მოწერის ფარგლებში, რომელიც კვირას 19 ოქტომბერს თბილისის მერიაში გაიმართება. აღნიშნული ხელშეკრულება გააღრმავებს კულტურულ თანამშრომლობას ამ ორ ქალაქს შორის.
ფესტივალი "არტიერიში საქართველო" ლუბლინის შემოქმედებითი ჯგუფების მორიგი ინიციატივაა, რომელიც მოიცავს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს. ფესტივალი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს თანამედორვე ვიზუალური ხელოვნება, თანამედროვე ცეკვა, მუსიკა და პროფესიული გამოცდილების გაზიარება.
გამოფენა, "ყურადღება: ხელოვნება!", წარმოადგებს ფესტივალის გახსნის ღონისძიებას, სადაც წარმოდგენილი იქნება პოლონელი არტისტების ნამუშევრები.
ფესტივალი გაგრძელდება 19 ოქტომბრამდე, რომლის პროგრამა აერთიანებს თანამედროვე ცეკვის წარმოდგენებს, ელექტრომული მუსიკის კონცერტებს, მასტერკლასებისა და ვორკსშოფების სერიას.
მასალის გამოყენების პირობები