ე.წ. ღორის გრიპის (H1N1) ნიშნებით რუსთავიდან თბილისში გადმოყვანილი ჩვილის მდგომარეობა მძიმეა.
ორი თვის აბდულა ქარიმოვს, რომელიც ჟვანიას სახელობის კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით მოათავსეს, ექიმებმა პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს.
ჩვილი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ყველა შესაბამისი პროცედურა უტარდება.
ბავშვი თავდაპირველად რუსთავის კლინიკაში მიიყვანეს, თუმცა მდგომარეობის დამძიმების შემდეგ მისი თბილისში გადმოყვანა გახდა აუცილებელი.
ბავშვის რუსთავიდან დედაქალაქში ტრანსპორტირება ჯანდაცვის სამინისტროს კატასტროფის სამსახურმა უზრუნველყო.