დღეს, 14 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თელავში, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ლიანა ისაკაძე კონცერტს გამართავს.
ცნობილი ქართველი მუსიკოსი მაყურებლის წინაშე საფესტივალო სიმფონიური ორკესტრთან ერთად წარსდგება. ორკესტს უდირიჟორებს არიელ ცუკერმანი. მაყურებლის წინაშე ასევე წარსდგება გორის ქალთა კამერული გუნდი, ქორმაისტერი - თეონა ცირამუა.
ლიანა ისაკაძის კონცერტის პროგრამაშია იოსებ კეჭაყმაძის - საგუნდო ნაწარმოებები: "მამაო ჩვენო" (ლექსი ი.ჭვჭავაძისა) "ქუთაისური" (ლექსი ბ. კეშელავასი) "სოფლად სტირიან ქალები" (ლექსი ხალხური) "ქორალი" "ალნი" (ლექსი ხალხური) "მშვიდობით" (ლექსი ო.ჭილაძისა) "ქალი ვარ ბაგრატივნისა" (ლექსი ხალხური) "ეგზერსისი" "ლაშარის გზაზე" (ლექსი ა. კალანდაძისა, ციკლიდან "მთისაი ბარსა").
ასვე შესრულდება იოჰანეს ბრამსის - კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის რე მაჟორი, თხზ. 77