მიუხედვად 2008 წლის ომისა პუტინი არ არის ის პიროვნება ვისაც არ შეუძლია რუსეთ-საქართველოს შორის არსებულია პრობლემების გადაჭრა, - ამის შესახებ საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა "ვერსიასთან" საუბრისას გააკეთა
მისივე თქმით პუტინი რაციონალური პოლიკიტკის მომხრეა.
"სამშობლოსთვის პუტინი მართლაც რაციონალური პოლიტიკის მომხრეა, რაც მისი ქმედებებიდანაც კარგად ჩანს, თუმცა იგივეს საქართველოსთან მიმართებაში ვერ გავიმეორებ. მიუხედავად ამისა, ვეთანხმები აზრს, რომ პუტინი სწორედ ის ადამიანია, რომელსაც ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემების გადაჭრა შეუძლია... 2008 წლის ომი და რუსეთის ოფიციალური განცხადებები არ ნიშნავს, რომ პუტინს რუსეთ- საქართველოს შორის არსებული ხანგრძლივი და მძიმე პრობლემების გადაჭრა არ შეუძლია. მთავარია, ამის სურვილი რამდენად ექნება. აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ცალსახად საქართველოს განუყოფელი ნაწილია. მოგეხსენებათ, არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით საკმაოდ ინტენსიურად ვმუშაობთ და შედეგიც სახეზეა _ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფომ აღიარა. ისიც საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობის შედეგია, რომ ნატო- ს წევრი ქვეყნები რუსეთს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაბათილებისკენ მოუწოდებენ და ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამხედრო ძალის გაყვანაზეც მიუთითებენ. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა და მსგავსი ტიპის ჩანაწერი რეზოლუციაში არასოდეს ყოფილა. პარალელურად, რუსეთი უნდა დავარწმუნოთ, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცესთან ინტეგრაცია მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული არ არის და ამით მხოლოდ თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას ვცდილობთ. სტაბილური საქართველო რეგიონის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტია და არ მგონია, რუსეთსაც თავის საზღვართან არეული და არასტაბილური ქვეყნის არსებობა უნდოდეს. პირიქით, რაც უფრო ძლიერი მეზობელი ეყოლება, რუსეთისთვისაც უკეთესია",-განაცხადა ირინა იმერლიშვილმა