14 ოქტომბერს კინოთეატრ „ამირანში" 20:00 საათზე CinéDOC-Tbilisi-ი იხსნება. მოწვულნი არიან ქართველი და უცხოელი კინემატოგრაფისტები,საერთაშორისო ფონდების და ტელევიზიების წარმომადგენლები და ფესტივალის მხარდამჭერი სამინისტროები და სახელმწიფო სტრუქტურები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი,საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, გოეთეს ინსტიტუტი, დოკუმენტური ფილმების სტუდია, Movies that Matter და IDFA.
ფესტივალსწელს რეჟისორ დანი ვასერმანის დოკუმენტური ფილმი ისრაელიდან Do you believe in loveგახსნის. გახსნის ცერემონიალს ფილმის პროდიუსერი ბარაკ ჰეიმენი დაესწრება.
ფილმის სინოფსისი:
თოვა ხანში შესული ქალია და საქმის მიმართ საკმაოდ ხისტი დამოკიდებულება აქვს, თუმცა მისი საქმიანობა ადამიანისთვის ალბათ ყველაზე ინტიმურ საკითხს ეხება: თოვა ადამიანებს თავიანთი მეორე ნახევრის პოვნაში ეხმარება. თოვას პატარა ბიზნესი საკმაოდ წარმატებულია, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ პარალიზებულია და სხვისი დახმარების გარეშე ვერ გადაადგილდება. თოვა ქმართან, შვილთან და მომვლელთან ერთად ცხოვრობს. საქმიანობისას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების ბედ-იღბალი განსაკუთრებით ახლოს მიაქვს გულთან. ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც, თავიანთი გარეგნობის თუ შესაძლებლობების მიუხედავად, არ სურთ დანებდნენ თითქოსდა გარდაუვალ მარტოობას და სწამთ, რომ სიყვარულს იპოვიან. თოვას კი სიყვარულის არ სჯერა...
CinéDOC-Tbilisi-ი პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალია კავკასიაში, რომლის ფოკუსშია შემოქმედებითი დოკუმენტური ფილმები. ფესტივალის მეორე გამოშვება ტარდება თბილისში, 2014 წლის 14-19 ოქტომბერს. 5 დღის მანძილზე მაყურებელი გაეცნობა სხვადასხვა ჟანრის დოკუმენტურ ფილმებს, რომლებიც ქართული რეალობისთვის აქტუალურ თემებს შეეხება.
საქართველოში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კინორეჟისორები, ფესტივალის ჟიურის წევრები და კინოდოკუმენტალისტები იმყოფებიან. წელს ფესტივალი შემდეგი ქვეყნების 50-მდე დოკუმენტურ ფილმს და მათ ავტორებს უმასპინძლებს: ისრაელი,საქართველო, თურქეთი, სომხეთი, რუსეთი, უკრაინა,პოლონეთი, უნგრეთი, პორტუგალია,ნიდერლანდები, კვიპროსი, ბულგარეთი, კანადა, ბელგია, გერმანია,ბრაზილია,დანია.
მაყურებელი ფესტივალის სხვადასხვა სექციაში სამი ქართველი რეჟისორის კინონამუშევარს იხილავს. წარდგენილი იქნება ზურაბ ინაშვილის დოკუმენტური ფილმი „სხვა ქალაქი", ასევე შალვა შენგელის ნამუშევარი „ხელმწიფე"და ანა ციმინტიას დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით „ბიბლიოთეკა".
შეგახსენებთ, ფესტივალიშედგება 3 ძირითადი სექციისგან:
- საერთაშორისოსა კონკურსო პროგრამა
- Focus Caucasus
- CinéDOC-Young
წლევანდელ ფესტივალს რამოდენიმე ახალი სექცია დაემატა: „უკრიანის ხმები" (მაყურებელს სამ თანამედროვე უკრაინულ დოკუმენტურ ფილმს წარუდგენს), სექცია „სხვა სივრცე" (მიგრაციის და ემიგრაციის თემასთან დაკავშირებულ დოკუმენტურ ფილმებსით). ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება IDFA Bertha Fund- ის მიერ დაფინანსებული საუკეთესო ფილმები სექციაში „IDFA ფოკუსი".სპეციალური ჩვენებების შემდეგ თემების გარშემო გაიმართება ვრცელი დისკუსია. ამასთან, პროფესიონალებისთვის მოეწყობა ინდუსტრიული შეხვედრები (გოეთეს ინსტიტუტი) და დოკუმენტური კინოს მოყვარულებისთვის ჩატარდება თოქშოუები (საფესტივალი კაფე Divan-ი).