ლუგანსკში, ტერორისტები მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უახლოეს მომავალში ე.წ. არჩევნებისა და კიდევ ერთი ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ. ინფორმაცია ამის შესახებ ლუგანსკის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გენადი მოსკალის ინტერნეტგვერდზეა გამოქვეყნებული.
"მოქალაქეთა მონაცემებით, რომლებიც უკრაინელი სამხედროების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიან, ბოევიკები ლუგანსკში, სააგიტაციო ფურცლებს ავრცელებენ, რომლებიდანაც ირკვევა, რომ ისინი ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ არჩევნების ჩატარებას 2 ნოემბერს გეგმავენ, ხოლო 9 ნოემბერს დაგეგმილია ე.წ. რეფერენდუმი.
ე.წ. რეფერენდუმზე გამოტანილი იქნება კითხვა: დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მცხოვრებლები თავის მომავალს უკრაინის შემადგენლობაში ხედავენ თუ ცალკე რესპუბლიკად",_ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოსკალი აღნიშნავს, რომ ვინაიდან ორივე ეს ე.წ. ღონისძიება ავტომატების ქვეშ იქნება ჩატარებული , მათი შედეგების გამოცნობა ძნელი არ იქნება.