დღეს მოსკოვში, უკრაინელ ტყვე ქალს ნადეჟდა სავჩენკოს ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ჩაუტარებენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სავჩენკო უკვე გადაყვანილია "მოსკოვის ერთ-ერთ საექსპერტო დაწესებულებაში".
"მედიკოსებმა უნდა დაადგინონ ბრალდებულის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და დასკვნა უნდა დაწერონ. ექსპერტიზის ძირითადი მიზანია შემოწმდეს შერაცხადია სავჩენკო თუ არა და ასევე უნდა განისაზღვროს მისი ქმედუნარიანობა",_ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საგამოძიებო კომიტეტი ასევე აღნიშნავს, რომ მსგავსი ექსპერტიის ჩატარება სტანდარტული პრაქტიკაა, რომელიც იმ პირებს უტარდებათ, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდდნენ საბრძოლო მოქმედებებში, ჩადენილი აქვთ განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, რომლის გამოც დაწესებული სასჯელი არის ან სიკვდილით დასჯა ან სამუდამო პატიმრობა.