ტერორისტებთან ტყვედ უკრაინის შეიარაღებული ძალების 240 მებრძოლი და რამდენიმე ასეული მოხალისე რჩება. განცხადება ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ტყვეთა გაცვლის საკითხებში ვასილი ბუდიკმა "კომერსანტთან" საუბარში გააკეთა. მისივე თქმით, ეს ტყვეები დონეცკისა და ლუგანსკის ტეროტირიაზე მყოფ ბოევიკებს ჰყავთ დატყვევებული.
კერძოდ, კითხვაზე პასუხის გაცემისას, შეესაბამება თუ არა ბოიევიკების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ ტყვედ დაახლოებით 600 უკრაინელი სამხედრო ჰყავთ, ხოლო უკრაინულ მხარეს - 400, ბუდიკმა განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია "ზოგადად" რეალობას შეესაბამება.
"ტყვეთაგან დაახლოები 240 სამხედრო მოსამსახურეა, დანარჩენი - ეს მოხალისეთა დანაყოფებია, ნაციონალური გვარდია და შს სამინისტროა და ეს სამოქალაქო მოხალისეებისა და მოსახლეობის გამოკლებით. ასე რომ ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ მათი რაოდენობა მათი ნათესავების მომართვებიდან გამომდინარე",_ განაცხადა მინისტრის მრჩეველმა.