ისრაელმა ღაზას სექტორზე, რომელსაც რადიკალური ისლამური დაჯგუფება "ჰამასი" აკონტროლებს, 13 ავიადარტყმა განახორციელა.
როგორც "ბი-ბი-სი" იუწყება, ავიადარტყმების შედეგად მსუბუქი დაზიანება მიიღო სამმა ბავშვმა, მათ შორის ერთმა ჩვილმა.
ოთხი დარტმა ისრაელის ავიაციამ ქალაქ ხან-იუნისზე მიიტანა, სადაც რამდენიმე დღის წინ ჰამასის ბოევიკებთან შეტაკებისას ისრაელის ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
ავაიდარტყმების შედეგად სხვადასხვა ობიექტებთან ერთად პოლიციის განყოფილება და ბოევიკების საწვრთნელი ბაზაც დაზიანდა.
გუშინ ისრაელის ავიაციამ, ღაზას სექტორზე გამაფრთხილებელი ფურცლები ჩამოყარა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ორი ჯარისკაცის დაღუპვის გამო მზადდებოდა სამხედრო ოპერაცია.
ისრაელის თავადაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეიარაღებული ძალების სამიზნე იარაღის მწარმოებელი ოთხი ქარხანა იყო.
"ისრაელი არ აპირებს მოითმინოს ტერორისტული საქმიანობა ღაზაში, რომელიც საფრთხეს უქმნის ისრაელის მოქალაქეებს", _ აღნიშნულია სამხედრო უწყების მიერ გავცელებულ განცხადებაში.
"ჩატარებული ოპერაცია ყველაზე მასშტაბურია მიმდინარე წელს, _ იუწყება "ბი-ბი-სი".
ახლო აღმოსავლეთში ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ისრაელმა მიიღო გადაწყვეტილება აღმოსავლეთ იერუსალიმში 1600 ებრაული სახლის მშენებლობის შესახებ. პალესტინელებს სურთ იერუსალიმის ეს ნაწილი საკუთარ დედაქალაქად გამოაცხადონ.