იაპონიას ქარიშხალი „ბონგფომგი" უახლოვდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქარიშხალი თავს დაატყდა კუნძულ ოკინავას და ამჟამად ჩრდილოეთისკენ - ქვეყნის ძირითადი კუნძულებისკენ მიემართება.
ქარიშხლისა და გადაუღებელი წვიმის გამო ამ რაიონში შეწყვეტლია საჰაერო მიმოსვლა.
ოკინავას პრეფექტურაში 30-მდე ადამიანმა მიიღო სხეულის სერიოზული დაზიანება. ასობით ათას ადამიანს საკუთარი სახლის დატოვებამ მოუწია. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.
ენერგეტიკული კომპანია Kyushu Electric Power Co., Inc იტყობინება რომ 50 ათასზე მეტი ოჯახი დარჩენლია ელექტროენერგიის გარეშე.
ამ დილით ქარიშხალმა კუნძულ კიუსისუს მიაღწია. სადაც ძლიერი ქარის გამო შეწყდა ჩქაროსნული მატარებლების მისმოსვლა.