1 აპრილს, ზოგიერთმა საინფორმაციო საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოძრაობა "შემოგვიერთდიმ", რომელიც მიუსაფართა აღწერას აწარმოებდა, მეტროსადგურ "დელისში" მცხოვრები დევნილი ქალბატონი - ნანა კალანდია აღმოაჩინა. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვნებლივ გადაამოწმა. ვითომ მეტროში მცხოვრები ქალბატონი კალანდია 2006 წელს სახლემწიფოს მიერ 10 000 დოლარით კომპენსირებული აღმოჩნდა. ის დასთან და დისშვილებთან ერთად გლდანში, კომპენსირებული თანხით ნაგირავებ ბინაში ცხოვრობს, თუმცა დასთან კონფლიქტი აქვს.
აღნიშნული ქალბატონი ადრე დასთან - ხათუნა კალანდიასთან და დისშვილებთან - ნინო ნიორაძესთან და ანი ნიორაძესთან ერთად რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მე-6 სართულზე, #451 ოთახში ერთ ოჯახად ცხოვრობდა. ოჯახმა #134 ხელშეკრულებით დაკავებულ ფართზე უარი განაცხადა და სანაცვლოდ 10 000 დოლარიანი კომპენსაციის მიღებას დასთანხმდა. აღნიშნული ნოტარიულადაც დადასტურებულია, რომელსაც ხელს ქალბატონი ნანა კალანდია და ნოტარიუსი აწერს.
მოძრაობა "შემოიგვიერთდი"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე, გადაუმოწმებელი და ტყუილი, რაც დევნილთა პროვოცირებას უწყობს ხელს.
გარდა აღნიშნულისა, მოძრაობის წარმომადგენელი თიკო ნიბლოშვილი აცხადებს, რომ ქალბატონი ნანა კალანდია წელს ქვევით მოწყვეტილია, რაც ასევე ტყუილია. ქალბატონი თავისით გადაადგილდება და აღნიშნულს ექიმებიც ადასტურებენ. წელს ქვევით მოწყვეტილი ადამიანი ვერ გადაადგილდება და მოძრაობა არ შეუძლია.
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ვალდებულებას იღებს, საცხოვრებელი ფართით ყველა დევნილი დააკმაყოფილოს და დღეს დევნილები ღია ცის ქვეშ ნამდვილად არ ცხოვრობენ. სახელმწიფომ აღნიშნული ოჯახი ერთხელ უკვე დააკმაყოფილა, შესაბამისად, მეორედ თუ მესამედ მისი ფართით ან კომპენსაციის დაკმაყოფილება ვერ მოხდება.
ნებისემიერ ორგანიზაციას, მოძრაობას თუ პოლიტიკორ ძალას მოგიწოდებთ, მსგავსი უპასუხისმგებლო და ცრუ ინფორმაციების გავრცელებისგან თავი შეიკავოთ, რაგდან ამით თავად დევნილი მოსახლეობა ზარალდება.
გამოხმაურებას თან ერთვის კალანდიების ოჯახის ხელშეკრულება და სანოტარო აქტი, რომელიც 10 000 დოლარიანი კომპენსაციის მიღებას ადასტურებს.