დღეს, 2 აპრილს, 11:00 საათზე, იუსტიციის სამინისტროში დანაშაულის სოციოლოგიური კვლევის საკითხზე ინტერვიუერებს ტრენინგი ჩაუტარდებათ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოდან აცნობეს.
იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტისა და კომპანია "გორბის" მიერ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით, მომზადდა სოციოლოგიური კვლევის კითხვარი. გამოკითხვის დაწყებამდე ინტერვიუერებს ჩაუტარდებათ ტრეინინგი, ისინი დეტალურად გაეცნობიან კითხვარს და კონკრეტული სოციოლოგიური გამოკითხვის სპეციფიკას.
ტრენინგების დასრულების შემდგომ დაიწყება სოციოლოგიური გამოკითხვა