12 ოქტომბერს, თბილისში, სახელოვნებო ინდუსტრია ,,არტპალასის" ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართება. კომპანიაში გაერთიანებულია 7 ბიზნესმიმართულება: სარეკლამო სააგენტო, ივენთჯგუფი, ხმის ჩამწერი სტუდია, ფროდაქშენი, ტურისტული სააგენტო, სახელოვნებო კოლეჯი, არტკაფე.
ამ ცენტრისთვის სპეციალურად აიგო უახლესი ტექნიკურ-მატერიალური ბაზით აღჭურვილი ათსართულიანი შენობა. საქართველოში ეს პირველი ცდაა, შეიქმნას ევროპული სტანდარტების შესაბამისი სახელოვნებო მომსახურების ცენტრი.
კომპანია ,,არტპალასის" გახსნაზე დასასწრებად საქართველოში საგანგებოდ ჩამოვა მსოფლიო ვარსკვლავი, ,,გრემის" მფლობელი ამერიკელი მესაყვირე, კრის ბოტი. იგი კომპანიის პრეზიდენტ გია ანდღულაძესთან, პაატა ბურჭულაძესა და ნიკოლოზ რაჭველთან ერთად საზეიმოდ გახსნის ,,არტპალასის" შენობას.
,,არტპალასის" მიზანია საქართველოს კულტურული ცხოვრების ახლებური განვითარება, შემოქმედებით თაობათა ურთიერთკავშირი, ხელოვნებისა და ბიზნესის ინტერესთა ჰარმონიზაცია და საერთაშორისო ბაზარზე ადგილის მოპოვება, რაც გულისხმობს:
• საერთაშორისო პროექტებში აქტიურ მონაწილეობას
• მსოფლიოში აღიარებული სახელოვნებო საგანმანათლებლო სისტემის დანერგვას, ასევე -განათების მხატვართა, ხმის რეჟისორთა, წამყვანთა და სხვა კვალიფიციური კადრების მომზადებას
• ქვეყნის საუკეთესო შემოქმედებითი ძალების კონცენტრირებას
• ახალგაზრდა თაობისათვის შემოქმედებითი ცენტრის შექმნას
მასალის გამოყენების პირობები