11 ოქტომბერს, 18:00 საათზე, თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე გახსნის. ფესტივალს, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიც გამოჩენილი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძეა, წელს დაარსებიდან - 30, ხოლო აღდგენიდან 5 წელი უსრულდება.
11-18 ოქტომბერს, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში, ტრადიციულად, სხვადასხვა თაობის მსოფლიო რანგის მუსიკოსს უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში 5 კონცერტი გაიმართება, მათგან - სამი საერთაშორისო საფესტივალო ორკესტრის თანხლებით, რომლის შემადგენლობაშიც არიან მაღალპროფესიონალი მუსიკოსები საქართველოდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, პოლონეთიდან და შვეიცარიიდან. ორკესტრს წარუძღვება ცნობილი დირიჟორი არიელ ცუკერმანი. საფესტივალო საღამოები მსმენელს სთავაზობს მრავალფეროვან პროგრამას, რომელშიც შესულია მსოფლიო კლასიკური მუსიკის შედევრები, ქართული საგუნდო მუსიკა, აგრეთვე კამერული მუსიკის ის იშვიათი ნაწარმოებები, რომლებიც საქართველოში პირველად შესრულდება.
2014 წლის ფესტივალი გამოირჩევა სოლისტების განსაკუთრებული შემადგენლობით - ელისო ვირსალაძე, ლიანა ისაკაძე, კოლია ბლაჰერი, ნელსონ გოერნერი, ალექსანდრ ბუზლოვი, ნატალია გუტმანი, ედუარდ ბრუნერი, გრიგორი კროტენკო.
ფესტივალის კონცერტების პარალელურად, თელავის სამუსიკო კოლეჯში გაიმართება მასტერკლასები სხვადასხვა სპეციალობაში.
გამოჩენილი ქართველი პიანისტის - ელისო ვირსალაძის მიერ 80-იან წლებში დაარსებულ ფესტივალს სახელწოდებით, "ქება ვაზისა", ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, მონაწილეთა შემადგენლობით, მასშტაბურობით და ფორმატით ანალოგი არ ჰყავდა. 2010 წელს, 20 წლიანი პაუზის შემდეგ ტრადიცია აღდგა - თელავს ლეგენდარული ფესტივალი კვლავ დაუბრუნდა და მას შემდეგ ყოველწლიურად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის და თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის სალაროებში. ასევე, წელს პირველად ფესტივალის ბილეთები განთავსდა ვებ-გვერდზე www.biletebi.ge.
ფესტივალის კონცერტების ონლაინ ტრანსლაციას უზრუნველყოფს კომპანია „კავკასუს ონლაინი", ტრანსლაციის ნახვა შესაძლებელი იქნება ცენტრის ვებ-გვერდზეhttp://www.cmcgeorgia.org/wm.php
ფესტივალის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაცია, თელავის მერია, წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, სასტუმროთა ქსელი „ელ-ჯი", სასტუმროთა ქსელი „რჩეული", კომპანიები „ბადაგონი", „ვინივერია", „"Georgian Airways", „კავკასუს ონლაინი" და "VT Georgia".
ფესტივალის მედია პარტნიორები: საზოგადოებრივი მაუწყებელი, პირველი არხი, რადიო „ფორტუნა", საინფორმაციო სააგენტო GHN, ტელეკომპანიები „რუსთავი 2", „მაესტრო", „ARTAREA" და რადიო ერთი.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია 22 სექტემბრიდან თბილისის სახელმწიფოკონსერვატორიის და თელავის დრამატული თეატრის სალაროებში. ასევე,www.biletebi.ge - ზე.
________________________________________
ფესტივალის პროგრამა:
თელავის დრამატული თეატრი
11 ოქტომბერი, 18.00 ფესტივალის გახსნა
საფესტივალო სიმფონიური ორკესტრი
დირიჟორი - არიელ ცუკერმანი
სოლისტები: ნატალია გუტმანი (ჩელო), ნელსონ გოერნერი (ფორტეპიანო), კოლია ბლახერი (ვიოლინო).
პროგრამა:
რობერტ შუმანი - კონცერტი ჩელოსა და ორკესტრისათვის ლა მინორი, თხზ. 129
ფრედერიკ შოპენი - საფორტეპიანო კონცერტი ფა მინორი თხზ 21
კარლ აუგუსტ ნილსენი - სავიოლინო კონცერტი თხზ 33 /პირველი ნაწილი/
12 ოქტომბერი, 19.00
კამერული მუსიკის კონცერტი
სოლისტები: ელისო ვირსალაძე (ფორტეპიანო), კოლია ბლახერი (ვიოლინო), დენიზ ტაჰბერერი (ვიოლინო), ფიოდორ ბელუგინი (ალტი), გიორგი ცაგარელი (ალტი), ნატალია გუტმანი (ჩელო), ალექსანდრე ბუზლოვი (ჩელო), გრიგორი კროტენკო (კონტრაბასი).
პროგრამა:
არნოლდ შონბერგი - სიმებიანი სექსტეტი „გასხივოსნებული ღამე", თხზ. 4
ფრანც შუბერტი - საფორტეპიანო კვინტეტი „Forellenquintet"
14 ოქტომბერი, 19.00
საფესტივალო სიმფონიური ორკესტრი
დირიჟორი - არიელ ცუკერმანი
სოლისტი - ლიანა ისაკაძე
გორის ქალთა კამერული გუნდი, ქორმაისტერი - თეონა ცირამუა
პროგრამა:
იოსებ კეჭაყმაძე - საგუნდო ნაწარმოებები
"მამაო ჩვენო" (ლექსი ი.ჭვჭავაძისა) "ქუთაისური" (ლექსი ბ. კეშელავასი) "სოფლად სტირიან ქალები" (ლექსი ხალხური) "ქორალი" "ალნი" (ლექსი ხალხური) "მშვიდობით" (ლექსი ო.ჭილაძისა) "ქალი ვარ ბაგრატივნისა" (ლექსი ხალხური) "ეგზერსისი" "ლაშარის გზაზე" (ლექსი ა. კალანდაძისა, ციკლიდან "მთისაი ბარსა")
იოჰანეს ბრამსი - კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის რე მაჟორი, თხზ. 77
16 ოქტომბერი, 19.00
კამერული მუსიკის კონცერტი
სოლისტები: ელისო ვირსალაძე (ფორტეპიანო), ედუარდ ბრუნერი (კლარნეტი), მარია კაგანი (ვიოლინო), თეონა ყაზიშვილი (ვიოლინო), ირაკლი ჯაფარიძე (ალტი), გიორგი ჯორჯაძე (ჩელო), გრიგორი კროტენკო (კონტრაბასი), არიელ ცუკერმანი (ფლეიტა), გიორგი ქობულაშვილი (ჰობოი), ნიკოლა სტეფანი ბელი (ჰობოი), ნოდარ ბიწაძე (კლარნეტი), ჯააკო ლუომა (ფაგოტი), თეიმურაზ ბუხნიკაშვილი (ფაგოტი), ზბიგნევ მონკიევიჩი (ვალტორნა), კარლოს დუკე (ვალტორნა), ივან კრესპო (საყვირი).
პროგრამა:
იოზეფ ჰაიდნი - მარშები
არნოლდ შონბერგი - Eiserne Brigade
ბოჰუსლავ მარტინუ - La Revue de Cuisine
იოჰან ნეპომუკ ჰუმელი - სამხედრო სეპტეტი
18 ოქტომბერი, 18.00
ფესტივალის დასკვნითი კონცერტი
საფესტივალო სიმფონიური ორკესტრი
დირიჟორი - არიელ ცუკერმანი
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი (საქართველოს სინფონიეტა), ხათუნა თურმანიძე (არფა).
სოლისტები: ედუარდ ბრუნერი (კლარნეტი), ჯააკო ლუომა (ფაგოტი); ალექსანდრე ბუზლოვი (ჩელო); ელისო ვირსალაძე (ფორტეპიანო)
პროგრამა:
რიჰარდ შტრაუსი - დუეტი-კონცერტინო კლარნეტისა და ფაგოტისათვის
სიმებიანი ორკესტრის თანხლებით
ედუარდ ლალო - კონცერტი ჩელოსა და ორკესტრისათვის
ედვარდ გრიგი - კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის ლა მინორი, თხზ. 16