უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული სიტუაცია ძალიან არამდგრადია და ის შეიძლება უახლოეს დღეებში გაუარესდეს. განცხადება ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ალექსანდრე ვერშბოუმ "Deutsche Welle" -სათვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
"ეს ძალიან არამდგრადი სიტუაციაა. დაზავება გარკვეულ რაიონებში არ მოქმედებს და იქ შესაძლოა უახლოეს დღეებში სიტუაცია სერიოზულად გაუარესდეს",_ განაცხადა მან.
მისივე თქმით, რუსეთმა უნდა განუმარტოს სეპარატისტებს, რომ მხარს არ უჭერს 9 ნოემბერს იქ დაგეგმილ არჩევნებს.
"მათ არ ექნება არავითარი ლეგიტიმურობა და ისინი არ არის შეთანხმებული მინსკის პროტოკოლთან",_ განმარტა ვერშბოუმ.
მან აღნიშნა, რომ მინსკის შეთანხმებები მთლიანობაში უნდა შესრუდეს და არა ამორჩევით.
"ნავარაუდევი იყო, რომ დაზავება 19 სექტემბერს დაიწყებს მოქმედებას, თუმცა სეპარატისტები, რა თქმა უნდა რუსეთიდან მომდინარე უწყვეტი დახმარებით, რომელიც მათთან უკონტროლო საერთაშორისო საზღვრების გავლით შედის, ცდილობენ სიტუაციის ესკალაციას დონეცკის აეროპორტზე განუწვეტელი თავდასხმებით",_ აცხადებს ნატოს გენმდივნის მოადგილე.
მისივე თქმით, რუსეთი დონბასში მიმდინარე კონფლიქტის გაყონვას ცდილობს და არსებობს სერიოზულიუ რისკები იმისა, რომ ის ამას მოახერხებს.
"მიმაჩნია, რომ ამის სერიოზული რუსკი არსებობს და რომ რუსეთი ამის გაკეთებას უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ცდილობს",_ განაცხადა მან.