10 ოქტომბერს, 14:30 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ისრაელის ქალაქ კირიათ ბიალიკის სამთავრობო დელეგაციას უმასპინძლებს.
ღონისძიებას დელეგაციის თავმჯდომარე - ქალაქ კირიათ ბიალიკის მერის პირველი მოადგილე იოსი დუეკი და დელეგაციის სხვა წევრები, ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები დაესწრებიან.
10 - 14 ოქტომბერს, ქალაქ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მოწვევით, საქართველოს ისრაელის ქალაქ კირიათ ბიალიკის სამთავრობო დელეგაცია ეწვია.