14-19 ოქტომბერს საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi გაიმართება.
CinéDOC-Tbilisi-ის ფესტივალს წელს რეჟისორ ბარაკ ჰეიმენის დოკუმენტური ფილმი ისრაელიდან Do you believe in loveგახსნის.
კინოფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ჟანრის დოკუმენტური ფილმები, რომლებიც ქართული რეალობისთვის განსაკუთრებით აქტუალურ თემებს შეეხება.
წელს ფესტივალი შემდეგი ქვეყნების 50-მდე დოკუმენტურ ფილმს და მათ ავტორებს უმასპინძლებს: ისრაელი,საქართველო, თურქეთი, სომხეთი, რუსეთი, უკრაინა,პოლონეთი, უნგრეთი, პორტუგალია,ნიდერლანდები, კვიპროსი, ბულგარეთი, კანადა, ბელგია, გერმანია,ბრაზილია,დანია. წლევანდელი გამოშვების დროს მაყურებელი ფესტივალის სხვადასხვა სექციაში სამი ქართველი რეჟისორის კინონამუშევრს იხილავს. წარდგენილი იქნება ზურაბ ინაშვილის დოკუმენტური ფილმი Another City, ასევე შალვა შენგელის ნამუშევარი The Ruler და ანა ციმინტიას დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით „ბიბლიოთეკა".
ფესტივალიშედგება 3 სექციისგან: საერთაშორისო საკონკურსო პროგრამა, Focus Caucasus, CinéDOC-Young.
საერთაშორისო საკონკურსო პროგრამა CinéDOC-Tbilisi-ის ძირითად სექციას წარმოადგენს და არჩეულ 9 ფილმს მაყურებელი და საერთაშორისო ჟიური კინოფესტივალზე შეაფასებს. გამარჯვებულ ფილმს დოკუმენტური კინოს ექსპერტებით, ფილმის კრიტიკოსებითა და რეჟისორებით დაკომპლექტებული საერთაშორისო ჟიური გამოავლენს.
2014 წელს საერთშორისო საკონკურსო პროგრამის ჟიურის წევრები არიან: საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტური კინოფესტივალის "Vision du Reel" -ის დირექტორი ლუჩიანო ბარისონე შვეიცარიიდან, სიმონე ბაუმანი გერმანიიდან.
კინოჩვენებების შემდეგ გაიმართება დისკუსია, რომელსაც წარუძღვებიან ბავშვთა ფსიქოლოგები, მასწავლებლები, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები და ასევე, უფროსკლასელები.ამასთან მოსწავლე-ახალგაზრდები შეხვდებიან ფილმების ავტორებს, გაესაუბრებიან მათ, დასასრულს მაყურებელი ბავშვები ხმის მიცემის წესით გამოავლენენ გამარჯვებულ ფილმს და რეჟისორს თავად გადასცემენ პრიზსს.
CinéDOC-Tbilisi-ის ფესტივალს გასული კინოთეატრები „ამირანი" და „რუსთაველი უმასპინძლებს. კინოთეატრ „ამირანის" მთავარ დარბაზში შედგება კინოფესტივალის გახსნა -14 ოქტომბერს და კონკურსში მონაწილე ფილმების დაჯილდოვება -18 ოქტომბერს.
CinéDOC-Tbilisi-ის ფესტივალს პარტნიორობას წელსაც მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ფესტივალი IDFA უწევს, რომელიც ტრადიციულად ყოველ წელს ამსტერდამში ნოემბრის თვეში იმართება. გარდა ამისა CinéDOC-Tbilisi -ის პარტნიორები არიან: Movies that Matter, გოეთეს ინსტიტუტი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი,თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, დოკუმენტური ფილმების სტუდია.