დღეს, 9 ოქტომბერს 2015 წლის ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე წარდგენილთა სია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გახდება ცნობილი. კანდიდატების სიას ასტრიდ ლინდგრენის პრემიის ჟიურის თავმჯდომარე ბოელ ვესტინი დაასახელებს.
შეგახსენებთ, რომ საბავშვო მწერლის ხსოვნისადმი მიძღვნილი ჯილდო (Astrid Lindgren Memorial Award, ALMA) მსოფლიოში ყველაზე დიდი პრემიაა ბავშვთა ლიტერატურის სფეროში. 5 მილიონი შვედური კრონა (დაახლოებით 705 000 აშშ დოლარი ან 525 000 ევრო) ყოველწლიურად ერთ ან რამდენიმე გამარჯვებულს გადაეცემა.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე საქართველოდან ყოველწლიურად 2 კანდიდანს წარადგენს.
ეროვნულმა ბიბლიოთეკამ 2015 წლის ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე მწერალი თამრი ფხაკაძე და ილუსტრატორი სოფიო კინწურაშვილი წარადგინა.
ასტრიდ ლინდგრენის პრემიის გამარჯვებულთა ვინაობა 2015 წლის მარტში გახდება ცნობილი.