დღეს, 8 ოქტომბერს, 19 საათზე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი 163-ე თეატრალურ სეზონს გალა-კონცერტით გახსნის თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში.
გალა-კონცერტში მონაწილეობს თეატრის გუნდი და ორკესტრი, იმღერებენ თეატრის სოლისტები ირინე ალექსიძე, მაყვალა ასპანიძე, თეა დემურიშვილი, ირინე თაბორიძე, მანანა იორდანიშვილი, მარიკა მაჩიტიძე, ელენა პუტილოვა, ირინე რატიანი, მარიამ ქობალიანი, ნინო ჩაჩუა, ხათუნა ჭოხონელიძე, თათია ჯიბლაძე, სალომე ჯიქია, ელდარ გეწაძე, სულხან გველესიანი, არმაზ დარაშვილი, გოჩა დათუსანი-ჯიღაური, კახაბერ თეთვაძე, ლეგი იმედაშვილი, ნიკოლოზ ლაგვილავა, გია მახარაძე, ირაკლი მურჯიკნელი, თამაზ საგინაძე, ტარიელ ჭიჭინაძე, ზაალ ხელაია.
კონცერტს წარუძღვება თეატრის საპატიო დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი.
გალა-კონცერტის პროგრამა მრავალფეროვანია: შესრულდება არიები და სცენები ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის, ჯუზეპე ვერდის, ამილკარე პონკიელის, კამილ სენ-სანსის, ჟიულ მასნეს, ჯაკომო პუჩინის, ზაქარია ფალიაშვილის, რევაზ ლაღიძის ოპერებიდან.