"ფეისბუქის" ადმინისტრაცია ყალბი "ლაიქების" აღმოფხვრის პირობას დებს. კომპანიამ განაცხადა, რომ მან უკვე მოიგო რამდენიმე სასამართლო და თაღლითებისგან, რომლებიც ყალბ ლაიქებს ყიდიდნენ, 2 მლრდ დოლარი ამოიღო.
დამტკიცებულია, რომ მთელი რიგი კომპანიები ყიდულობენ ლაიქებს იმისთვის, რათა მათი წარმოებული პროდუქცია, ბრენდები და თავად კომპანიები უფრო პოპულარულები გახდნენ.
"ფეისბუქის" ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ ყალბი ლაიქები საბოლოოდ თავად ფირმებს აზარალებს, რომლებმაც შესაძლოა დაკარგიონ რეალური მომხარებლები სოციალურ ქსელში.
"ჩვენ დაინტერესებული ვართ იმაში, რომ აღმოვფხვრათ ყალბი ლაიქები, რადგანაც კომპანიები და მომხარებლები, რომლებიც ჩვენს პლატფორმას იყენებენ დაინტერესებულები არიან რეალურ კავშირებში, შედეგებში და არა სიყალბეში", - აცხადებს "ფეისბუქის" ადმინისტრაცია თავის ბლოგში.