დონეცკში მდგომარეობა დაძაბულია. ტერორისტები ცეცხლს საცხოვრებელ კვარტლებს უხსნიან. გასული დღეღამის განმავლობაში უკვე დაღუპულია 4 მშვიდობიანი მოქალაქე და დაჭრილია 10 ზე მეტი. ინფორმაციას ამის შესახებ დონეცკის საქალაქო ადმინისტრაცია ავრცელებს.
"დონეცკის კიევსკის რაიონის დაცხრილვის შედეგად ჭურვი საცხივრებელ სახლში შევარდა. ამან რამდენიმე ბინის აალება გამოიწვია, დანგრეული და სრულიად განადგურებლია რამდენიმე შენობა და სახლი",_ იუწყება უკრაინული მედია.
მიუხედავად რთული სიტუაციისა, ქალაქში კომუნალური სამსახურები ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. საზოგადოებრივოი ტრასნპორტი კი მაგისტრალებზე განრიგის მიხედვით გადაადგილდება.