დონეცკის აეროპორტისათვის ბრძოლაში ბოლო დღეების განმავლობაში დაღუპულია 400 ტერორისტი. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" თავის გვერდზე განსაკუთრებული დანიშნულების ბატალიონის "აზოვის" წარმომადგენელმა ანდრეი ძინძიამ გააკეთა.
"ტერორისტებს დონეცკში პანიკა აქვთ. მორგში უკვე დათვლილია 427 ტერორისტის გვამი, რომლებიც აეროპორტიდან მოიყვანეს და ეს მხოლოდ ამ დასვენების დღეებში მოხდა.
"მოტოროლას" მებრძოლები, რომლებიც საავადმყოფოებში წვანან, ამბიბენ, რომ ისინი გაწირეს და დღეს მათი უკანასკნელი ბრძოლა იქნება. ასევე მებრძოლები ყვებიან, რომ მათ მეთაურმა უღალატა, ისინი აეროპორტში დატოვა და თავად გაიქცა",_ წერს ძინძია.
მასალის გამოყენების პირობები