მდინარე მტკვარში შუახნის მამაკაცმა თავი დაიხრჩო.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, 50 წლამდე მამაკაცი მშრალ ხიდთან, მტკვარში გადახტა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა მისი წყლიდან ამოყვანა 7 წუთში შეძლეს, თუმცა სასწრაფო დახმარების ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
ამ წუთებში კი შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ და დაღუპულის ვინაობის დადგენას ცდილობენ.